ტერორიზმის საქმეში ბრალდებული 8 პირიდან 5-მა გამოძიებას ჩვენება მისცა | Allnews.Ge

ტერორიზმის საქმეში ბრალდებული 8 პირიდან 5-მა გამოძიებას ჩვენება მისცა

ტერორიზმის საქმეში ბრალდებული 8 პირიდან 5-მა გამოძიებას ჩვენება მისცა. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, დაკავებულებმა ჩვენება ბრალდებულის სტატუსით მისცეს, მათ შორის ზურაბ გორნაკაშვილმა და ბაადურ ჩოფანაშვილმა. ბრალდებულების მხრიდან გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას საქმის პროკურორი ნანა ხუნჯუაც ადასტურებს. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბრალდებულების ჩვენებების შინაარსზე ვერ ისაუბრებს.

"ბრალდებულთა ნაწილმა გამოძიებას ჩვენება მისცა, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს. ამ ეტაპზე იმაზე საუბარი, რამდენად თანამშრომლობენ გამოძიებასთან მიცემული ჩვენებებით ბრალდებულები, მიზენშეწონილად არ მიგვაჩნია", - განაცხადა ნანა ხუნჯუამ.

პროკურორის ინფორმაციით, საქმე მოცულობითია, მტკიცებულებები დაახლოებით 30 ტომს მოიცავს და საქმეში დევს სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, მათ შორის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები.

"საქმეში არის საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა ანალიზის საფუძველზე, ბრალდების მხარის აზრით, სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს", - განაცხადა საქმის პროკურორმა.

myquiz