ქობულეთში მესამეკლასელ ბავშვს საშიშ ინტერნეტ თამაშში ჩართვას სთავაზობდნენ | Allnews.Ge

ქობულეთში მესამეკლასელ ბავშვს საშიშ ინტერნეტ თამაშში ჩართვას სთავაზობდნენ

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში არასრულწლოვანს საშიში ინტერნეტ თამაშში ჩართვას სთავაზობდნენ, - ამის შესახებ მოზარდის მშობლებმა სამართალდამცველებს აცნობეს.

ოჯახის წევრების თქმით, მესამეკლასელ ბავშვს ტელეფონით დაუკავშირდნენ და ე.წ.ლურჯი ვეშაპის თამაშს სთხოვდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

სოფელ ლეღვას საჯარო სკოლის დირექტორის, მანონი მამულაიშვილის განცხადებით, მესამე კლასის მოსწავლე, სკოლაში ორი დღეა არ გამოცხადებულა. მისი თქმით, მოსწავლის მშობლებთან კომუნიკაცია ჯერჯერობით არ ჰქონია და სხვა დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.

"ბავშვი ორი დღეა სკოლაში არ გამოცხადებულა. მშობელი არ გვეკონტაქტება, ჩვენ რომ ვრეკავთ მობილური გათიშულია. როგორც ვიცით, დედამ შენიშნა, რომ საღამოს შვილს ვიღაც ურეკავდა, თუმცა ვინ არის, ცხადია არ ვიცით. ამის შემდეგ მშობლებმა პოლიციას აცნობეს. შსს-დან ჩვენ არავინ დაგვკავშირებია. ზუსტად არ ვიცით, ნამდვილად ”ლურჯ ვეშაპზე” არის თუ არა საუბარი. მშობელმა სკოლის ავტობუსის მძღოლს დააბარა, რომ სკოლის დირექტორის ნახვას გეგმავს, სხვა არაფერი არ ვიცი",- განაცხადა მანონი მამულაიშვილმა.

myquiz