თბილისის მერიაში ათეულობით ვაკანსია გამოცხადდა | Allnews.Ge

თბილისის მერიაში ათეულობით ვაკანსია გამოცხადდა

თბილისის მერია ათეულობით ახალ თანამშრომლებს ეძებს - ამის შესახებ თბილისის შესახებ დღეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემაც გააკეთა. მისივე თქმით, ვაკანსიები გამოცხადდა არქიტექტურისა და ურბანულ სამსახურებში.

"გვაქვს გამოცხადებული მთელი რიგი სამსახურების ვაკანსიები და მინდა მოვუწოდო ყველა პროფესიონალს, იაქტიუროს. ეს არის არქიტექტურისა და ურბანული სამსახურის მიმართულებით 30-მდე ვაკანსია. მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვისაც გაქვთ შესაბამისი განათლება, არის პროფესიონალი, მოგვმართოს და მიიღოს მონაწილეობა კონკურსში - თქვენი წვლილი შეიტანეთ ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაში", - განაცხადა კალაძემ.

www.hr.gov.ge-ზე განთავსებული ვაკანსიების მიხედვით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური საინჟინრო განყოფილების, ადამიანური რესურსების მართვის, შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების, სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილებისა და იურიდიული განყოფილებისა და სხვა სპეციალისტებს ეძებს.

თანამშრომლებს ეძებს თბილისის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიც. კერძოდ, ვაკანსიები გამოცხადებულია მედდის, უფროსი და უმცროსი ექიმისა და სამედიცინო ბრიგადის მძღოლის პოზიციებზე.

როგორც ვებგვერდზეა მითითებული, ვაკანსიებზე განაცხადები თვის ბოლომდე მიიღება.

myquiz