მეზობლების ინფორმაციით, მოკლულ მამაკაცს თავდამსხმელი ბანკის წარმომადგენლად გაეცნო | Allnews.Ge

მეზობლების ინფორმაციით, მოკლულ მამაკაცს თავდამსხმელი ბანკის წარმომადგენლად გაეცნო

მეზობლების ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლულ მამაკაცს თავდამსხმელი "საქართველოს ბანკის" წარმომადგენლად გაეცნო, კარის გაღების შემდეგ კი მას ესროლა.

როგორც შემთხვევის ადგილზე ამბობენ, მოკლული ბიზნესმენი ნუგზარ კახიძეა, რომელსაც თავდამსხმელმა 7 ტყვია ესროლა.

თავდასხმის შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ, მოკლულთან დამხმარედ მუშაობდა.

არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენს 30 წლამდე მამაკაცმა ესროლა.

myquiz