მთაწმინდაზე "ეშმაკის ბორბალი" მოხსნეს | Allnews.Ge

მთაწმინდაზე "ეშმაკის ბორბალი" მოხსნეს

მთაწმინდის პარკში "ეშმაკის ბორბალი" გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო მოხსნეს. გიგანტური ბორბლის დემონტაჟი ჯერ კიდევ 1 ნოემბრიდან ეტაპობრივად დაიწყო, - ამის შესახებ Allnews.ge-ს მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოში მწარმოებელი ჩინური კომპანიის Shenyang Songling Amusement Equipment Manufactory-ს გენერალური მენეჯერი ბატონი ნიან ქინგ ფენგი და მთავარი ინჟინერი ჩამოვიდნენ და კომპანია KANO LLC-სთან, რომელიც ატრაქციონზე ადგუილობრივ სამუშაოებს ატარებს კონსულტრაციები შედგა.

როგორც მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ატრაქციონი ფუნქციონირებას 1 მაისიდან განაახლებს.

myquiz