საპატრიარქო პრეზერვატივების ქართულ ბრენდ "აიისა"-სთან დაკავშირებით განცხადებას ავერცელებს | Allnews.Ge

საპატრიარქო პრეზერვატივების ქართულ ბრენდ "აიისა"-სთან დაკავშირებით განცხადებას ავერცელებს

საპატრიარქომ პრეზერვატივების ქართული ბრენდის "აიისას" და კომპანიის დირექტორის ქმედებები, ისევე როგორ ტელეკომპანია "რუსთავი – 2"- ის მიერ 18 მარტს მომზადებული სიუჟეტი საზოგადოების ღია გამოწვევად შეაფასა.

"სამწუხაროდ, ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინებები. სახეზეა არაერთი შემთხვევა, თუმცა კომპანია "აიისას" და მისი დირექტორის უზნეო თავგასულობა და "რუსთავი – 2"- ის ა.წ. 18 მარტის სიუჟეტი თავისი უტიფრობით სარკაზმითა და ცინიზმით საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა. ამას შედეგად მოყვა ცალკეული მოქალაქეების,

"ქართული მარშის" და ზოგიერთი სასულიერო პირის მკვეთრი რეაგირება.-" ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპატრიარქო მხარს ვერ დაუჭერს ძალადობრივ ქმედებას, თუმცა ხელისუფლებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს, რათა მორწმუნეებს უსამართლობისა და დაუცველობის განცდა არ ჰქონდეთ.

"მივმართავთ მორწმუნეთ, ახალგაზრდებს, ინტელიგენციას, არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველსა და საერთოდ ყველას, ძალისხმევა მივმართოთ იქითკენ, რომ სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა, რითაც დაიცავს ქვეყანის სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს"- ვკითხულობთ განცხადებაში.

საპატრიარქოს თქმით, გამოხატვის თავისუფლება, წარმოადგენს ფასეულობას, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი გარანტია, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ უფლებით სარგებლობა განუყოფლადაა დაკავშირებული პასუხისმგებლობასთან და სხვისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვასთან.

myquiz