იხილეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ თბილისის ბაღების შემოწმების შედეგები | Allnews.Ge

იხილეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ თბილისის ბაღების შემოწმების შედეგები

2018 წელს თბილისის ბაგა-ბაღების სურსათით მომმარაგებელი კომპანია შპს "ნილი" სამჯერ დაჯარიმდა. კერძოდ, ორჯერ ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ერთხელ კრიტიკული შეუსაბამობისთვის - ამის შესახებ Allnews.ge-მ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა.

სააგენტოს ინფორმაციით, შპს "ნილი" ერთხელ 400, მეორე შემთხვევაში 1 200, ხოლო მესამედ ჭერიდან და დაკიდული კონსტრუქციებიდან, რომლის ქვეშ პურის წარმოება და განთავსება მიმდინარეობს, ნაწილაკების ცვენის გამო 1 000 ლარით დაჯარიმდა.

რაც შეეხება 2017 წელს, არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო დედაქალაქში ორი - თბილისის 64-ე და 128-ე ბაგა-ბაღები დაჯარიმდა. ორივე შემთხვევაში დარღვევები სურსათის რეალიზაციის წესის დარღვევას ეხებოდა, რომლის გამოც 64-ე ბაგა-ბაღს ჯარიმის სახით 200, ხოლო 128-ე ბაგა-ბაღს 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

კალაძემ საბავშვო ბაღების განახლებული კვების მენიუ გაასაჯაროვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წელს სახელმწიფო კონტროლი თბილისის 157 ბაგა-ბაღში, ხოლო 2017 წელს 300 საჯარო ბაღში განხორციელდა.

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ბარათები დაურიგდებათ

myquiz