გასულ წელს საქართველოში ცოლის გვარზე 418 მამაკაცი გადავიდა | Allnews.Ge

გასულ წელს საქართველოში ცოლის გვარზე 418 მამაკაცი გადავიდა

2017 წელს საქართველოში გვარი 8 339-მა პირმა შეიცვალა. უფრო კონკრეტულად, იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი მიიღო 1977-მა მამაკაცმა და 5467-მა ქალმა, ხოლო მეუღლის გვარი - 418-მა მამაკაცმა და 477-მა ქალმა.

რაც შეეხება 2016 წელს, პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი მიიღო 1678-მა მამაკაცმა და 5497-მა ქალმა. ამავე წელს მეუღლის გვარი მიიღო 398-მა მამაკაცმა და 464-მა ქალმა.

იშვიათი სახელები და გვარები საქართველოში

2016 წელს 58-მა პირმა სახელი ან გვარი შეიცვალა ორჯერ, ხოლო ერთმა პირმა 3-ჯერ. 2017 წელს 59-მა პირმა შეიცვალა სახელი ან გვარი ორჯერ, ხოლო 1 პირმა - 4-ჯერ.

myquiz