82 წლის ბათუმელი ქალი საკუთარ სახლში, რომელიც შვილიშვილმა გაუყიდა, ამწეთი შევიდა | Allnews.Ge

82 წლის ბათუმელი ქალი საკუთარ სახლში, რომელიც შვილიშვილმა გაუყიდა, ამწეთი შევიდა

ბათუმელი ალექსანდრა ტურინი სახლში, რომელიც როგორც თავად ამბობს შვილიშვილმა გაუყიდა, იძულებით შეიჭრა. შემთხვევა ბათუმში, საიათნოვას ქუჩაზე წუხელ მოხდა.

82 წლის ალექსანდრა ტურინის თქმით, აღნიშნულ სახლში წლების მანძილზე ცხოვრობდა, 2016 წელს კი მისმა შვილიშვილმა საცხოვრებელი მეზობელს მიჰყიდა და საზღვარგარეთ წავიდა. მოხუცის განმარტებით, თვითონ თავშესაფარი არ გააჩნია და სახლის დაბრუნებას მეზობელს სთხოვს.

"34 წელი აქ ვცხოვრობდი. მოვკვდები აქ და არ დავტოვებ სახლს! მეუბნებიან რომ ყველაფერი მათია, არაფერი ეკუთვნით. ეს სახლი ჩემს სახელზე იყო. ბინის გაყიდვა არასწორად მოხდა. უკანონოდ გააკეთეს ყველაფერი, იმალებიან და პასუხს არ მცემენ. არც წყალი, არ შუქი და არც საჭმელი მაქვს. ბინაში დამწყდეული ვარ. შენობის დატოვებას არ ვგეგმავ. სახლს ცოცხალი ვერ დამატოვებინებენ", - განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრა ტურინმა.

82 წლის ქალი ჩაკეტილ ბინაში იმყოფება და როგორც ცნობილია, მისი გამოსახლება ხვალ იგეგმება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ "სისხლის სამართლის კოდექსის" 160-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვის საკუთრებაში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს.

ავტორი: მარიკო კეკელიძე

myquiz