გახმაურებული ტრაგედიები, რომლებიც მსოფლიოს ზამთრის კურორტებზე მოხდა | Allnews.Ge

გახმაურებული ტრაგედიები, რომლებიც მსოფლიოს ზამთრის კურორტებზე მოხდა

გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-ს შეადგენს. ავარია გუდაურში საბაგირო "საძელეზე" დღეს, დაახლოებით 13:00 საათისთვის მოხდა. საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის გამოც მოთხილამურეები სავარძლებიდან გადმოცვივდნენ, ბევრმა მათგანმა გადმოხტომით უშველა თავს. დაშავებულებს სხვადასხვა სახის მოტეხილობა აღენიშნებათ. საბედნიეროდ, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულებს შორის ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტზე დასასვენებლად იყვნენ ჩამოსული.

სამწუხაროდ, მსოფლიოს ზამთრის კურორტებზე მსგავსი ინციდენტები ხშირია. არის შემთხვევებიც, რომლებიც ტრაგიკულად სრულდება.

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, რომელიც სამთო კურორტზე საბაგიროს გაუმართაობას უკავშირდება, აშშ-ში, პენსილვანიის ზამთრის კურორტზე მოხდა. ტექნიკურმა ხარვეზმა საბაგიროზე დამონტაჟებული სავარძლების შეჯახება გამოიწვია. მოთხილამურეების ნაწილი სიმაღლიდან გადმოვარდა, ნაწილი კი საბაგიროზე გაიჭედა და მათ ჩამოსაყვანად მაშველების დახმარება გახდა საჭირო. საბოლოოდ, 5 დამსვენებელი მძიმედ დაშავდა, დაზიანებები მიიღო ათამდე მოთხილამურემ.

ამ შემთხვევისგან განსხვავებით, ფატალურად დასრულდა 2016 წელს კოლორადოს სათხილამურო კურორტზე მომხდარი შემთხვევა. ტეხასელი ქალი კელი ჰუბერი, რომელიც ზამთრის კურორტზე 12 და 19 წლის ქალიშვილებთან ერთად იმყოფებოდა, საბაგიროს სავარძლიდან გადმოვარდნას ემსხვერპლა. განაგრძეთ კითხვა

myquiz