რა ვითარებაა ამჟამად გუდაურში გუშინდელი ინციდენტის შემდეგ - ფოტო და ვიდეოკადრები კურორტიდან | Allnews.Ge

რა ვითარებაა ამჟამად გუდაურში გუშინდელი ინციდენტის შემდეგ - ფოტო და ვიდეოკადრები კურორტიდან

გუდაური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ტურისტების მიღებას. მიუხედავად გუშინდელი ინციდენტისა მათი უმეტესი ნაწილი კურორტზე რჩება. ამ დროისთვის ყველა სათხილამური ტრასა, გარდა დაზიანებული საბაგირო მონაკვეთისა, ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. დილიდან იქ მოთხილამურეები და მოყვარულები სრიალებენ. ადგილზე არიან ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და შს სამინისტროს წარმომადგენლები.

"პირადად მე ჩამოვიარე ყველა სასტუმრო, სადაც ტურისტები იმყოფებიან, შევხვდი მათ, ავუხსენი არსებული სიტუაცია და ადეკვატური რეაქცია აქვთ. ძალიან სწორედ მიუდგნენ ყველაფერს და არანაირი პანიკის მსგავსი რამ არ ყოფილა. საღამოს სრიალი საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ყველა ტრასაზე იმ ერთი ტრასის გარდა, რომელიც მომხდარის გამო დავკეტეთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა.

როგორც ცნობილია, გუდაურში დღეს კომპანია "დოპელმაიერის" გაემგზავრებიან და სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან. "დოპელმაიერი" ის კომპანიაა, რომელმაც უზრუნველყო გუდაურში საბაგიროს მშენებლობა, რაც გუშინ მწყობრიდან გამოვიდა და შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ კომპანიას უკავშირდება მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობაც, რომელიც 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. ავსტრიული კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიადაა მიჩნეული. განაგრძეთ კითხვა

myquiz