დამსვენებლები გუდაურში მომხდარი შემთხვევის შესახებ ყვებიან | Allnews.Ge

დამსვენებლები გუდაურში მომხდარი შემთხვევის შესახებ ყვებიან

გუდაურში მყოფი დამსვენებლები საბაგიროზე მომხდარ შემთხვევას იხსენებენ. "ათობით ადამიანი იყო დაშავებული. გადმოხტომა დავიწყეთ. საპატრულო სამსახურმა ჯერ სერიოზულად დაშავებულების გაყვანა დაიწყო. უკვე 2 საათია აქ ვარ. არ ვიცი ზუსტად, მაქვს თუ არა რაიმე ტიპის დაზიანება, ველოდები", - განაცხადა ერთ-ერთმა დაშავებულმა.

მომხდარის შესახებ ყვება კიდევ ერთი დამსვენებელი.

"საბაგირომ უკან მოძრაობა დაიწყო. ჯერ ნელა მოძრაობდა, ხოლო შემდეგ სიჩქარე აკრიფა. ყველამ გადმოხტომა დაიწყო. პანიკა და ჭყლეტა დაიწყო. ბევრი დაშავებული იყო", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

კიდევ ერთი დამსვენებლის თქმით კი, "აშკარა იყო ელევატორის გაუმართაობა".

ბოლოს როდის შემოწმდა დღეს გუდაურში მწყობრიდან გამოსული საბაგირო

"სამუხრუჭე სისტემა გაჩერდა. ელევატორმა ვერ შეძლო ხალხის მასის შეკავება. ამ სიმძიმის გამო დაიწყო ბრუნვა. ასეთ მომენტში რთული იყო ორიენტირება. იმის გადაწყვეტა, უნდა გადმოხტე თუ დარჩე", - განაცხადა მან.

გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულია უკრაინის 4, შვედეთის - 1, რუსეთის - 2 და საქართველოს - 1 მოქალაქე.

myquiz