ბოლოს როდის შემოწმდა დღეს გუდაურში მწყობრიდან გამოსული საბაგირო | Allnews.Ge

ბოლოს როდის შემოწმდა დღეს გუდაურში მწყობრიდან გამოსული საბაგირო

საბაგიროს, რომელიც გუდაურში რამდენიმე საათის წინ გამოვიდა მწყობრიდან, ინსპექტირება 2017 წლის დეკემბერში ჩაუტარდა. ამის შესახებ, "ბიზნესპრესნიუსს" მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს.

საუბარია, საბაგირო "საძელეზე", რომლის მწყობრიდან გამოსვლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ცნობისთვის, საბაგიროს ინსპექტირება კომპანია "სი ეი ინთერნეიშენალმა" ჩაუტარა. ამის შესახებ, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა.

"აღნიშნული საბაგირო გასული წლის 22 დეკემბერს შევამოწმეთ. მაშინ საბაგირო იდეალურ მდგომარეობაში იყო და არანაირი შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების დროს ჩვენ ვუყურებთ ფუნდამენტურ მონაცემებს. საბაგირო ისეთი ობიექტია, რომ თუ სწორი ექსპლუატაცია არ მოხდა, შესაძლოა, იდეალურ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ ორ დღეში მწყობრიდან გამოვიდეს. რაც შეეხება საბაგიროების ინსპექტირების პერიოდულობას, კანონის თანახმად, 1-დან 4 წლამდე პერიოდია. ყველაზე ხშირად კი ინსპექტირება წელიწადში ერთხელ ტარდება ,"-აღნიშნა შელიამ.

მისივე თქმით, მათი კომპანიის ისნპექტორი, ვინც ეს საბაგირო დეკემბერში შეამოწმა, გუდაურში მიემგზავრება, რადგან ადგილზე გაეცნოს სიტუაციას, ამიტომ კონკრეტულ მიზეზებზე საუბრისგან შელია ამ ეტაპზე თავს იკავებს. თუმცა, მისი თქმით, ისინი ვარაუდობენ, რომ ეს არის ოპერირებასთან დაკავშირებული ხარვეზი. იხილეთ გაგრძელება

myquiz