გუდაურის საბაგირო მწყობრიდან 5 დღის წინაც გამოვიდა | Allnews.Ge

გუდაურის საბაგირო მწყობრიდან 5 დღის წინაც გამოვიდა

გუდაურში საბაგიროები მწყობრიდან 5 დღის წინაც გამოვიდა, რის მიზეზადაც ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა სახელდება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს.

კომპანიის ინფორმაციით, დღეს საბაგიროზე მომხდარი ინციდენტი 5 დღის წინ მომხდართან კავშირში არ არის.

"ეს შემთხვევა და წინა შემთხვევა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, 5 დღის წინ საერთოდ სხვა პრობლემა იყო, ახლა სხვა პრობლემაა, ამიტომ ერთმანეთთან დაკავშირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. 5 დღის წინ ყველა საბაგირო გამოვიდა მწყობრიდან და ახლანდელ შემთხვევასთან კავშირში არ არის. 11 მარტს მომხდარი შემთხვევა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას უკავშირდება, ახლა კი ელექტროენერგია იყო, მაგრამ დენი კონკრეტულად საბაგიროებს არ მიეწოდებოდათ, რამაც მისი უკუღმა დატრიალება და მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია. ზუსტად ვერ ვიტყვი, რომ მიზეზი ეს არის, ზუსტად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, საქმეც აღძრულია, ჩვენ ასევე ვესაუბრეთ საბაგიროს მწარმოებლების კომპანია "დოპელმაიერის" წარმომადგენლებს და მათ უნდა გამოაგზავნონ ექსპერტების ჯგუფი და მოვკლევა უნდა ჩატარდეს," - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ მთის კურორტების განვითარების კომპანიამ საბაგიროების მწყობრიდან გამოსვლის შესახებ დამსვენებლები 11 მარტს სოციალური ქსელის "ფეისბუქის" მეშვეობით გააფრთxილა.

კომპანიის ცნობით, საბაგიროებს ინსპექტირება 2017 წლის 22 დეკემბერს ჩაუტარდა, შედეგებში კი განმარტებული იყო, რომ ინსპექტირებისას არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობა არ დაფიქსირდა, -"რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროს ფუქნციონირება ჩვეულებრივად უნდა განეგრძო და ახლა უკვე ექსპერტიზა დაადგენს რა იქნება და როგორ" - აღნიშნეს კომპანიაში.

myquiz