"ენერგო-პრო ჯორჯია" გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

"ენერგო-პრო ჯორჯია" გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

"ენერგო-პრო ჯორჯია" ხაზგასმით აცხადებს, რომ დუშეთსა და კუროტ გუდაურში "ენერგო პრო ჯოჯიას" ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა ან ძაბვის პარამეტრების ცვლილება, ასევე რაიმე სახის სხვა შეფერხება არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ენერგო პრო ჯორჯიაში" გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ფაქტის კომენტირებისას განუცხადეს.

გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად არიან დაშავებულები. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ათივე დაშავებულს გაეწია სამედიცინო დახმარება.

ადგილზე მუშაობდა სასწარაფო სამედიცინო დახმარების სამი ეკიპაჟი. პრესსამსახურის ცნობით, პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, ეკიპაჟებმა დაშავებული მოქალაქეები გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს.

ასევე თბილისიდან გაგზავნილია რეანომობილები, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს თბილისში გადმოიყვანს. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

myquiz