10 ავტოგასამართი სადგური, სადაც საწვავის ხარისხი შეამოწმეს - იხილეთ შედეგები | Allnews.Ge

10 ავტოგასამართი სადგური, სადაც საწვავის ხარისხი შეამოწმეს - იხილეთ შედეგები

2017 წლის დეკემბერში გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურმა თბილისსა და რეგიონების მასშტაბით 10 ავტოგასამართ სადგურზე ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხი შეამოწმა.

ეს ავტოგასამართი სადგურებია:

შპს "ელე ოილი" - დიზელი

ი/მ "თამაზი ოსიაშვილი"- დიზელი

შპს "პეტრომაქსი" - ბენზინი რეგულარი, დიზელი;

ი/მ "ეთერი ლაფაჩიშვილი" - ბენზინი რეგულარი, დიზელი;

შპს "იორი 2006" - ბენზინი რეგულარი, დიზელი

შპს "XXI საუკუნე" - დიზელი

შპს "ბაწა"- ბენზინი რეგულარი, დიზელი

შპს "ულევერი 11" - დიზელი

შპს "მ გრუპი" - ბენზინი რეგულარი, დიზელი

ი/მ "გელა ბახტურიძე" - ბენზინი რეგულარი, დიზელი

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საკვლევი დიზელის 3 ნიმუშში გოგირდის შემცველობა მერყეობდა 308 მგ/კგ -372 მგ/კგ ფარგლებში, მაშინ როცა 2017 წლის იანვრის დადგენილებით ის არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ/კგ-ს.

დაგენილებით გათვალისწინებულ ნორმებთან შეუსაბამო მაჩვენებელი დაფიქსირდა შპს "XXI საუკუნის" (შემდგომი მოკვლევით დადგინდა- იჯარა შპს "რეალი")- 308 მგ/კგ;  ი/მ "თამაზი ოსიაშვილისა - 347 მგ/კგ და შპს "ელე ოილის" 372 მგ/კგ შემთხვევაში.

რა მოსდის ავტომობილს, როდესაც დაბინძურებული საწვავი ავზში ხვდება?

ამ სამ შემთხვევაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მასალები განსახილველად, გადაგზავნილია სასამართლოში.

კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ საკვლევი ბენზინის ნიმუშებში გოგირდისა და ტყვიის შემცველობები აკმაყოფილებდა "საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებით დადგენილ ნორმებს, რომლის მიხედვითაც ტყვიის შემცველობა უნდა იყოს არაუმეტეს 0,005გ/ლ, გოგირდის შემცველობა კი არაუმეტეს 10 მგ/კგ.

ამავე კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საკვლევი დიზელის ყველა ნიმუშში ცეტანის რიცხვი და სიმკვრივე შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან.

ავტომობილები, რომლებსაც ყველაზე მეტი საწვავი სჭირდება

აღსანიშნავია, რომ დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიები 8-10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

სანქცია შეეხება ისეთი საწვავის იმპორტს, წარმოებას და მიწოდებას, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს.

myquiz