გლდანში მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც 26 წლის გოგო დაიღუპა | Allnews.Ge

გლდანში მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც 26 წლის გოგო დაიღუპა

გლდანში, მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გასროლა მაშინ მოხდა, როცა მოზარდი მამის კუთვნილ იარაღს ათამაშებდა.

დაღუპული 26 წლის გოგოა, რომელიც აღნიშნული ოჯახის მეზობლად ცხოვრობდა და მათთან სტუმრად იმყოფებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

myquiz