აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს | Allnews.Ge

აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ავრცელებს.

დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, დაკავებულია გიორგი ზარანდია, ქალაქ ზუგდიდის მცხოვრები.

"გალის რაიონის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე. ტარდება საჭირო საგამოძიებო ღონისძიებები", - ნათქვამია განცხადებაში.

myquiz