სინოპტიკოსები ცალკეულ რაიონებში ძლიერ ქარსა და ნალექს პროგნოზირებენ | Allnews.Ge

სინოპტიკოსები ცალკეულ რაიონებში ძლიერ ქარსა და ნალექს პროგნოზირებენ

დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება, ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი - სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

15 მარტს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 14 მარტს +10, +12, ხოლო 15 მარტს +13, +15 გრადუსია მოსალოდნელი.

myquiz