თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ დენი და გაზი შეუწყდება | Allnews.Ge

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ დენი და გაზი შეუწყდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

როგორც კომპანია "თელასის" ცნობით,  გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა, ნოზაძის, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების და სოფელი გლდანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ჯავახეთის, ქინძმარაულის, ლორთქიფანიძის და ნაკადულის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების I, II მიკრორაიონების და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის, ტაშკენტის და დავითაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III, VII კვარტლების, ნუცუბიძის, ძოწენიძის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ხვალ ცალკეულ უბნებში შეიზღუდება გაზმომარაგებაც. კერძოდ, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ოთხშაბათს, 14 მარტს, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩა №31-ში მდებარე შპს "პირამიდს გრუპი"-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

14 მარტს, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, კეკელიძის ქუჩა №25-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

14 მარტს, დილის 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნაძალადევში, ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე - მარიამ ივანიშვილი-დემურიას, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის, ნინო წერეთლის, გარეჯის, ახალმოწამეთა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

14 მარტს, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, ბაღდათის (რიჩარდ ჰოლბრუკის) ქუჩა №1, №3, №5, №7, №11-ში მცხოვრებ მოსახლეობას, წერნაკის ქუჩაზე მდებარე შპს "არტ კონსტრაქშენის" საცხოვრებელი კორპუსის და წერნაკის შესახვევის კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზმომარაგება ასევე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.

myquiz