მოქალაქეებს, ვისაც პარკირების ბარათი შეძენილი აქვთ, შესაბამისი საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ | Allnews.Ge

მოქალაქეებს, ვისაც პარკირების ბარათი შეძენილი აქვთ, შესაბამისი საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ

იმ მოქალაქეებს, ვისაც პარკირების ბარათი შეძენილი აქვთ, შესაბამისი საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ. ამის შესახებ თბილისის მერიაში განაცხადეს, რითაც შესაბამის საკითხზე მძღოლების დაინტერესებას გამოეხმაურნენ.

მათივე განმარტებით, პარკირების საფასურის გადახდა მოუწევთ მათ, ვისაც გადასახადი ჯერ არ გადაუხდიათ ანუ ამ კუთხით არანაირი ცვლილება არ იგეგმება.

ცნობისთვის, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 10 აპრილიდან "სითი პარკის" ხელშეკრულება წყდება. რის მიზეზადაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.

"ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, პარკირების საფასურის მოკრება ჩვეულებრივ გაგრძელდება და თანხაც არ შეიცვლება.

"საფასურის მოკრება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ისევე, როგორც დაჯარიმებისა და ევაკუაციის პროცესი იმ შემთხვევაში, როდესაც დაირღვევა პარკირების წესი. ოღონდ ამას აღარ გააკეთებს "სითი პარკი", ამას გააკეთებს თბილისის მერიის მუნიციპალიტეტი 10 აპრილიდან", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

myquiz