ბათუმში ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა | Allnews.Ge

ბათუმში ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა

ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინოშვილის ქუჩაზე ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, ახალშობილის ცხედარს ყელის არეში სავარაუდოდ ძაფი ჰქონდა მოჭერილი.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოდ შინგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

myquiz