ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3 რეისი გაუქმდა | Allnews.Ge

ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3 რეისი გაუქმდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, ძლიერი ქარის გამო, გუშინ და დღეს გამთენიისას ჯამში 3 რეისი გაუქმდა.

კერძოდ, ფრენა გააუქმა კომპანია Air Astana-მ, რომელიც რეისს ალმატიდან ასრულებდა. ასევე გაუქმდა Turkish Airlines-ის 2 რეისი, რომელიც სტამბული-თბილისი-სტამბულის მიმართულებებით უნდა შესრულებულიყო.

გარდა ამისა, ამ დრომდე აშხაბადის აეროპორტშია გაჩერებული china southern airlines - ის რეისიც, რომელიც ფრენას ურუმჩიდან ასრულებდა. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოფრინდება.

myquiz