ორსულები 1 თებერვლიდან გაუმჯობესებული პირობებით სარგებლობენ | Allnews.Ge

ორსულები 1 თებერვლიდან გაუმჯობესებული პირობებით სარგებლობენ

ორსულებისთვის ვაუჩერით გათვალისწინებული ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა. ამის შესახებ Allnews.ge-ს ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიაწოდა.

2018 წლის 1 თებერვლიდან დარეგისტრირებული ორსულები 8 ანტენატალური ვიზიტი ისარგებლებენ.

კერძოდ, ვაუჩერით იფარება მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის კულტურალური გამოკვლევა, სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა, რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება, რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში, სკრინინგული ტესტები (B ჰეპატიტის ვირუსი, C ჰეპატიტის ვირუსი, აივ-ინფექცია და სიფილისი), ულტრაბგერითი გამოკვლევა.

ასევე თერაპევტის კონსულტაცია, სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა და სხვა.

ორსულებმა მომსახურების მისაღებად იმ კლინიკას, სადაც ანტენატალურ მომსახურებას გაივლიან, ორსულობის მე-13 კვირამდე უნდა მიმართონ.

დეტალურად შეღავათების შესახებ იხილეთ აქ