პატრულ-ინსპექტორები ახალი სამხრე კამერებით მაისიდან აღიჭურვებიან | Allnews.Ge

პატრულ-ინსპექტორები ახალი სამხრე კამერებით მაისიდან აღიჭურვებიან

პატრულ-ინსპექტორები ახალი, თანამედროვე სტანდარტების სამხრე კამერებით მიმდინარე წლის მაისიდან აღიჭურვებიან.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2 280 სამხრე კამერის სისტემის შესყიდვა მოხდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალ კამერებს არსებულთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესებული ტექნიკური პარამეტრები ექნება; შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორების ახალი კამერებით აღჭურვა მტკიცებულებების სრულყოფას და მასალის უწყვეტ რეჟიმში ჩაწერას უზრუნველყოფს.

myquiz