დიღმის მასივში მე-8 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა - არაოფიციალური ცნობით, ბიჭი "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა | Allnews.Ge

დიღმის მასივში მე-8 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა - არაოფიციალური ცნობით, ბიჭი "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა

დიღმის მასივში მე-8 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ავტოფარეხზე დაეცა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. დაშავებული მძიმე დაზიანებებით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.

მოზარდის გადმოვარდნასთან დაკავშირებით მეორე, არაოფიციალური ვერსია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი კომპიუტერულ თამაშებში იყო ჩართული და "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა.