Wizz Air-ი სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს | Allnews.Ge

Wizz Air-ი სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს

დაბალბიუჯეტიანი კომპანია Wizz Air-ი სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს.

როგორც Allnews.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, კონკურსში მონაწილე სტუდენტები მიიღებენ პროფესიულ გამოცდილებას და გაეცნობიან Wizz Air-ის ბიზნეს სტრატეგიას.

"იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის მონაწილეები რჩეულთა შორის მოხვდებიან, საშუალება ექნებათ თავიანთი კონცეფციები ავიაციის უფრო პროფესიონალებს წარუდგინონ, აღნიშნული ღონისძიება კი ბუდაპეშტში გაიმართება. გამარჯვებულები Wizz Air-ის ქსელში ერთწლიანი უფასო, ულიმიტო მოგზაურობით დასაჩუქრდებიან," - განმარტავენ კომპანიაში.

Wizz Air-ის ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 5-დან 25 მარტის ჩათვლით, კოლეჯისა და უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები ბმულზე www.wizzyouthchallenge.com უნდა დარეგისტრირდეს.

"თითოეული დარეგისტრირებული გუნდი 26 მარტს შესასწავლად კონკრეტულ შემთხვევას, სახელმძღვანელო დეტალურ მითითებებსა და ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებს," - იუწყება კომპანია.

სტუდენტებმა უნდა წარადგინონ თავიანთი ინოვაციური იდეები, რომლებიც კომპანია Wizz Air-ის სამომავლო ზრდას შეუწყობს ხელს.

გუნდები, რომლებიც საუკეთესო კვლევებს წარადგენენ, მიწვეულნი იქნებიან ღონისძიებაზე, რომელიც 2018 წლის 9 და 10 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება.

myquiz