საქართველოში ყველაზე დაბინძურებულ ჰაერი თბილისის ერთ-ერთ უბანშია | Allnews.Ge

საქართველოში ყველაზე დაბინძურებულ ჰაერი თბილისის ერთ-ერთ უბანშია

"წერეთლისა და ელიავას ბაზრობის გარშემო არსებული ატმოსფერული ჰაერი არის ყველაზე დაბინძურებული ჰაერი საქართველოში" - ამის შესახებ ეკოლოგი ხათუნა ახალაია საუბრობს. მისი თქმით, ჰაერის დაბუნძურებას ხელს უწყობს ტერიტორიაზე განლაგებული ავტოსერვისები.

"წერეთლისა და ელიავას ბაზრობის გარშემო არსებული ატმოსფერული ჰაერი არის ყველაზე დაბინძურებული ჰაერი საქართველოში. ჰაერი კიდევ უფრო ბინძურდება სპონტანური ინციდენტებით, როგორიც არის ხანძრები, ეს გარემოს დაცვის კუთხით ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის. საერთოდ, ვიზუალურადაც ჩანს, რამდენად დაბინძურებულია ეს ტერიტორია და რამდენად არასწორად მიმდინარეობს იქ საქმიანობა.

ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ავტოსერვისია განლაგებული. ეს ობიექტები არ არის აღჭურვილი ისეთი აღჭურვილობით, რომელიც გარემოს დაცვის კუთხით აუცილებელია, რომ მსგავს ბიზნესს ჰქონდეს. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით არანაირ ბიზნესს, მაგრამ ადამიანებს აქვთ უფლება, რომ მსგავსი საქმიანობისგან თავი დაიცვან. სხვადასხვა ტიპის 36-მდე აქტივობებია ელიავას ბაზრობაზე. აბსოლუტურად ყველა გასაკონტროლებელი და მოსაწესრიგებელია" - აღნიშნა ახალაიამ.

მისი თმით, ეკოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს გახშირებული ხანძრები. განაგრძეთ კითხვა

myquiz