ტაქსების რეგულაციის ფარგლებში ელექტრო ავტომობილების რეგისტრაცია უფასო იქნება | Allnews.Ge

ტაქსების რეგულაციის ფარგლებში ელექტრო ავტომობილების რეგისტრაცია უფასო იქნება

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის ინფორმაციით, ტაქსების რეგულაციის ფარგლებში ელექტრო ავტომობილების რეგისტრაცია უფასო, ხოლო ე.წ. ჰიბრიდული ავტომობილისთვის 50%-იანი შეღავათით იქნება. ამის შესახებ ბითაძემ ჟურნალისტებს თბილისის მერის საქმიანობის 100 დღის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

"ტაქსების რეგულაციის იმ ფორმატში, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ და დაიწყო განხილვა, ჩვენ შევიმუშავეთ სქემა, რომლის მიხედვითაც, ის ერთჯერადი საფასური, რომელიც ტაქსის რეგისტრაციისთვის იქნება სავალდებულო, იქნება აბსოლუტურად უფასო ელექტრო მანქანებისთვის და 50%-იანი ფასდაკლებით, ე.წ. ჰიბრიდის მოდელის ავტომობილებისთვის, რაც წაახალისებს სატრანსპორტო ავტომობილების ამ სეგმენტს", - განაცხადა ბითაძემ.

myquiz