სატვირთო ავტომობილებს პიკის საათებში თბილისში მოძრაობა აეკრძალება | Allnews.Ge

სატვირთო ავტომობილებს პიკის საათებში თბილისში მოძრაობა აეკრძალება

სატვირთო ავტომობილებს დილისა და საღამოს პიკის საათებში 2-2 საათით მოძრაობა აეკრძალებათ.

ამის შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმება.

კანონპროექტი, რომლის ავტორებიც პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა და ნინო წილოსანი არიან, საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია.

თუმცა, კონკრეტულად რომელ საათებში დაწესდება ეს აკრძალვა, ამას დედაქალაქის თვითმმართველობა განსაზღვრავს. ასევე თბილისის მთავრობას მოუწევს იმის დადგენა, თუ დღის რა პერიოდში ექნება სადისტრიბუციო მანქანებს ქუჩებში მოძრაობის შესაძლებლობა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანების მხრიდან მოძრაობის წესის დარღვევაზე 100 ლარიანი ჯარიმა დაწესდება.

ცნობისთვის, სადისტრიბუციო და სატვირთო მანქანებზე აღნიშნული რეგულაციების დაწესება საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით ხდება.

წყარო: bpn.ge

myquiz