ბათუმში ქალს მატარებელი დაეჯახა | Allnews.Ge

ბათუმში ქალს მატარებელი დაეჯახა

ბათუმში 30 წლამდე ქალს მატარებელი დაეჯახა, - ამის შესახებ Allnwes.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"შემთხვევა დღეს მოხდა, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რომელიც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს," - აღნიშნეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

myquiz