თბილისში კიდევ ერთი ველობილიკი გამოჩნდება | Allnews.Ge

თბილისში კიდევ ერთი ველობილიკი გამოჩნდება

ლაგუნა-ვერეს მიმდებარე საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 2 მარტს დაიწყება და 5 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 54 811 ლარია.

"საპროექტო ობიექტი იწყება გმირთა მოედნიდან, მოიცავს სანაპიროზე ჩასასვლელ საავტომობილო გზასა და მარჯვენა სანაპიროს (ზ. გამსახურდიას სანაპირო) ნაწილს და მთავრდება გალაქტიონის ხიდის ქვეშ გამავალ გვირაბთან. პროექტი ასევე ითვალისწინებს, ლაგუნა ვერეს მოპირდაპირედ, გზის მეორე მხარეს არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობას.

საპროექტო გზის მთელ სიგრძეზე მარჯვენა მხარეს უნდა მოხდეს სავალი ნაწილის გაგანიერება ყოველ კონკრეტულ უბანზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და შეთანხმდეს დამკვეთთან. გმირთა მოედნიდან სანაპირომდე საპროექტო გზის ქვეშ გადის მდინარე ვერეს გამტარი დიდი კოლექტორი, რომლის გადახურვის ფილების კონსტრუქციული მდგრადობა მიმწოდებლის მიერ უნდა იქნას შესწავლილი და საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს ახალი ფილებით," - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნას ასევე ტროტუარების კეთილმოწყობა, გამწვანება და ველობილიკის მოწყობა.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, სანდრო ეულის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მარიჯანი-ქავთარაძის ქუჩები, ალექსანდრე ყაზბეგისა და პეკინის გამზირები ერთმანეთს ველობილიკით დაუკავშირდება. უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინის გამზირამდე ველო-ბილიკის მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

კერძოდ, როგორც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერშია აღნიშნული, სახელმწიფო შესყიდვა ველობილიკის მოწყობისა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული გამწვანების თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება აქაც 2 მარტს დაიწყება და 5 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 31 860 ლარია.

საპროექტო ობიექტი იწყება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან, გაივლის სანდრო ეულის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას გამზირს, მარიჯანის ქუჩას, ქავთარაძის ქუჩას, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირს და მთავრდება პეკინის გამზირზე, სადაც უნდა მიუერთდეს არსებულ ველობილიკს. საპროექტო ველო-ბილიკის სავარაუდო სიგრძე 5100 მ-ია (დაზუსტდეს პროექტირებისას), ხოლო სიგანე ერთი მიმართულებით უნდა იყოს 1,5 მ. ორივე მიმართულებით კი ველობილიკის საერთო სიგანე უნდა შეადგენდეს 3 მ-ს.

წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz