სოფელ სკრაში ჭაში წყლის გაცხელების მიზეზი დაადგინეს | Allnews.Ge

სოფელ სკრაში ჭაში წყლის გაცხელების მიზეზი დაადგინეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში მახარაშვილების ეზოში არსებულ საყოფაცხოვრებო ჭაში ტემპერატურის მატების მიზეზად, ოჯახის ერთ-ერთი წევრი, შორენა მახარაშვილი ელექტროტუმბოს მწყობრიდან გამოსვლას ასახელებს.

შორენა მახარაშვილის განმარტებით, საყოფაცხოვრებო ჭაში არსებული ტემპერატურა გასულ კვირას გეოლოგებმა შეამოწმეს, მომხდარის მიზეზად კი ელექტროტუმბო დაასახელეს.

ამ ეტაპზე სოფელ სკრაში არსებულ ჭაში წყალი ცივია და ოჯახმა მისი მოხმარება გააგრძელა.

"ყველაფერი რიგზეა, წყალი გაცივდა. ელექტროტუმბო გადაიწვა და წყალი ამიტომ გაცხელდა, საგანგაშო არაფერი ყოფილა. გეოლოგებისგან მოვიდა პასუხი, რომ ყველაფერი რიგზეა. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ეს ელექტროტუმბოს ბრალი იყო, რომ ამოიღეს წყალი ისევ ნორმალურ ტემპერატურას დაუბრუნდა," - განმარტა შორენა მახარაშვილმა Allnews.ge-სთან საუბარში.

გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ სკრაში წყლის ტემპერატურის მატების სავარაუდო მიზეზს ასახელებს

მისივე თქმით, სოფელში არსებულ სხვა ჭებშიც წყლის ნორმალური ტემპერატურა ფიქსირდება.

შეგახსენებთ, სოფელ სკრაში მახარაშვილების ოჯახის კუთვნილ ჭაში წყლის ტემპერატურის მატება გასულ კვირას შენიშნეს. მოსახლეობის ინფორმაციით, წყლის ტემპერატურამ +38 გრადუსს მიაღწია.

myquiz