თემქაზე 20 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე მისი შეყვარებული დააკავეს | Allnews.Ge

თემქაზე 20 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე მისი შეყვარებული დააკავეს

შსს-მ თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული პირი დააკავა. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ნივთმტკიცებად ამოღებულია მკვლელობის იარაღი დანა.

"შსს-მ თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. სამართალდამცველებმა 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში შურისძიების მოტივით მეგობარს 1997 წელს დაბადებულ ა.ნ-ს ცივი იარაღით სხეულის სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ძიება 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს"-განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

myquiz