ადაპტირებული ავტომობილები აქციზის გადასახადისგან გათავისუფლდება
ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 6 ახალი ინიციატივა წარადგინა. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მან თითოეულ მათგანზე ისაუბრა. ერთ-ერთი ინიციატივის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პირადი გამოყენებისთვის იმპორტირებული ავტომობილები გათავისუფლდება სააქციზიო გადასახადისგან.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ვინაიდან როგორც წესი, ადაპტირებული მანქანების საბაზრო ღირებულება ძალიან მაღალია და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად გავათავისუფლოთ სააქციზო გადასახადისგან მსგავსი ავტომობილები"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
მინისტრის განმარტებით, მოქალაქეებს, რომლებსაც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შეძენა სჭირდებათ, ექნებათ საშუალება, რომ აქციზისგან გათავისუფლებულ რეჟიმში 3 წელიწადში ერთხელ შეისყიდონ შესაბამისი ავტომობილი.