პატრულმა ხაშურიდან ზოოპარკის დასათვალიერებლად გამოპარული 10 წლის ბავშვი დააბრუნა | Allnews.Ge

პატრულმა ხაშურიდან ზოოპარკის დასათვალიერებლად გამოპარული 10 წლის ბავშვი დააბრუნა

საპატრულო პოლიციამ თბილისში ხაშურიდან დაკარგული ბავშვი იპოვა. როგორც ambebi.ge წერს, 10 წლის ბიჭი თბილისში მშობლების დაუკითხავად ზოოპარკის დასათვალიერებლად წამოვიდა. სახლიდან გამოპარული მოზარდი დედაქალაქში მატარებლიდ ჩამოვიდა.

"საპატრულო ეკიპაჟმა, ღამე, აღმაშენებლის გამზირისკენ მიმავალი 10 წლის ბიჭი შეამჩნია, მას გაესაუბრა და გაარკვია, რომ ის სახლიდან გამოიპარა", - წერს ambebi.ge.

მოზარდი სახლში უკვე დააბრუნეს.

myquiz