დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ | Allnews.Ge

დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

თადარიგის პოლკოვნიკს დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განაცხადეს.

"დღეს დაგეგმილია, რომ კლინიკიდან გაეწეროს დოდო გუგეშაშვილი, 14:00 საათისთვის შეამოწმებს ექიმი პაციენტს, რის შემდეგაც დაზუსტდება კონკრეტულად როდისთვის გაეწერება", - განაცხადა პრესსამსახურმა.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს განხორციელდა. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი კი გარდაიცვალა.

თავდამსხმელი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

myquiz