როგორ ამინდს უნდა ველოდოთ ხვალიდან? - წაიკითხეთ სინოპტიკოსების პროგნოზი | Allnews.Ge

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ ხვალიდან? - წაიკითხეთ სინოპტიკოსების პროგნოზი

22-23 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონებში მცირე ნალექია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ხვალ და ზეგ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მცირე ნალექი. რაც შეეხება დედაქალაქს, ხვალ თბილისშიც მოსალოდნელია მცირე ნალექი, ხოლო 23 თებერვალს დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის განცხადებით, 22-23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 10-15 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთში - 7-12 გრადუსი.

myquiz