რამდენი ოჯახია რეგისტრირებული საქართველოში?
"საქსტატის" ცნობით, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებული იყო 325 590 ოჯახი, მათგან საარსებო შემწეობას 131 502 ოჯახი იღებდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, საქართველოში პენსიონერთა და სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 10.8 ათასით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საპენსიო და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 898.1 ათასი; ხოლო 2016 წელს 887.3 ათასი შეადგინა. აქედან 732 067 ადამიანი ასაკით პენსიონერი; 166 046 კი სხვადასხვა სოციალური პაკეტის მიმღები იყო.