სახიფათოა თუ არა იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი? - იხილეთ ფოტოები | Allnews.Ge

სახიფათოა თუ არა იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი? - იხილეთ ფოტოები

ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში თბილისში, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდის ფოტოები გაავრცელა და პოსტიც დაურთო, სადაც წერს, რომ აღნიშნული ხიდი მძიმე მდგომარეობაშია, დაზიანებულია და ჭუჭყიანი. პოსტს სოციალური ქსელის მომხმარებლები გამოეხმაურნენ, რომლებიც ასევე აცხადებენ, რომ ხიდი კარგ მდგომარეობაში არ არის და მასზე გადასვლა სახიფათოც კი შეიძლება იყოს.

იუსტიციის სახლთან არსებულ საფეხმავლო ხიდს ბოლოს რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ, კერძოდ, დეკემბერში ჩაუტარდა. რაც შეეხება დასუფთავებას, როგორც allnews.ge-ს "თბილსერვისის" პრესსამსახურში განუცხადეს, ხიდი ყოველდღე სუფთავდება.

"ხიდის დაგვა-დასუფთავება ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება, მორეცხვითი სამუშაოები კი სეზონიდან გამომდინარე თვეში ერთხელ ტარდება. ზამთარში ყინვის გამო შეიძლება თვენახევარში ერთხელ განხორციელდეს.

ხიდის რეაბილიტაცია არა მარტო დეკემბრის ბოლოს, 2017 წელს ორჯერ ჩატარდა. გამოიცვალა დამტვრეული ფილები, შეიცვალა მოაჯირებზე შუშის სამაგრები და შეკეთდა ალუმინის კონსტრუქცია, რაც დაზიანებული იყო.

ბევრი ადამიანი სარგებლობს და დატვირთული ხიდია, მაგრამ ნარჩენებისგან ყოველდღე იწმინდება.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, მოქალაქეებს გადაადგილებაში ხელი არ ეშლებათ და ხიდი არის უსაფრთხო", - განაცხადეს "თბილსერვის ჯგუფში".

ფოტოები ეკუთვნის გოგა ჩანადირს

myquiz