იხილეთ ყველაზე ხალხმრავალი სოფლები საქართველოში | Allnews.Ge

იხილეთ ყველაზე ხალხმრავალი სოფლები საქართველოში

საქართველოში დაახლოებით 130 სოფელში 2 000 და მეტი მაცხოვრებელია, ზოგიერთ სოფელში კი მცხოვრებთა რაოდენობა 7 000-ზე მეტს აღწევს.

Allnews.ge-მ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით ყველაზე ხალხმრავალი სოფლების ათეული შეადგინა. გთავაზობთ საქართველოს იმ სოფლების ჩამონათვალს, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს:

წეროვანი - 8 191 ადამიანი

სოფელი წეროვანი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აქ დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლები ააშენეს. ის დევნილთა ყველაზე დიდი დასახლებაა.

სოფელი დიღომი - 7 497 ადამიანი

სოფელი დიღომი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს და ვაკე-საბურთალოს რაიონს ეკუთვნის.

მარტყოფი - 7 397 ადამიანი

სოფელი მარტყოფი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, კერძოდ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელი ზღვის დონიდან 770 მეტრზე მდებარეობს. მარტყოფი გამოირჩევა მიმზიდველი ბუნებითა და სუფთა ჰაერით.

სოფლები საქართველოში, სადაც 10-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს

სადახლო - 7 337 ადამიანი

მარნეულის რაიონის სოფელი სადახლო უკვე წლებია ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან სოფლად მიიჩნევა. სადახლოს დასავლეთით მდებარეობს შუა საუკუნეების ისტორიული ციხე-სიმაგრე, რომელიც მე-6-მე-13 საუკუნეებში ფუნქციონირებდა.

ყიზილაჯლო - 7 291 ადამიანი

სოფელი ყიზილაჯლოც ქვემო ქართლში მდებარეობს. ის დმანისის მუნიციპალიტეტის ყველაზე მრავალრიცხოვანი სოფელია.

მუხრანი - 6 197 ადამიანი

მუხრანი მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს და ქალაქ მცხეთიდან 23 კილომეტრითაა დაშორებული. მუხრანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სოფელია.

კარალეთი - 6 196 ადამიანი

გორის მუნიცპალიტეტის სოფელი კარალეთის გორი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე მდებარეობს. კარალეთი ზღვის დონიდან 650 მეტრზეა. ისტორიული მონაცემების მიხედვით, კარალეთში მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორა.

სართიჭალა - 6 009 ადამიანი

სოფლებში მოსახლეობის რაოდენობით აღმოსავლეთ საქართველო ლიდერობს. სართიჭალაც ქვემო ქართლის მხარის გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე ივრის ზეგანზე მდებარეობს და ზღვის დონიდან 680 მეტრ სიმაღლეზეა გაშენებული.

რუისი - 5 139 ადამიანი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი რუისი შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 670 მეტრზეა გაშენებული. სოფელში ცნობილი რუისის ღვთისმშობლის ტაძარი მდებარეობს.

ფარცხანაყანევი - 5 090 ადამიანი

ფარცხანაყანევი იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 70 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. როგორც ისტორიული წყაროები იუწყებიან, სოფლის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები ადასტურებს, რომ ფარცხანაყანევი უძველესი დროიდანაა დასახლებული.

myquiz