ყოფილი "მიხაილოვის საავადმყოფოს" შენობაში ხანძარია - ცეცხლის ჩაქრობას 12 ბრიგადა ცდილობს | Allnews.Ge

ყოფილი "მიხაილოვის საავადმყოფოს" შენობაში ხანძარია - ცეცხლის ჩაქრობას 12 ბრიგადა ცდილობს

აღმაშენებლის გამზირზე, ყოფილი "მიხაილოვის საავადმყოფოს" შენობაში ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს.