თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე საწვავით დატვირთული სატვირთო მანქანა გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა | Allnews.Ge

თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე საწვავით დატვირთული სატვირთო მანქანა გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა

თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე საწვავით დატვირთული სატვირთო გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სოფელ კობაძესთან მძღოლმა,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალ ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.

ადგილზე სახანძრო, სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. მომხდარიდან გამომდინარე მოძრაობა შეზღუდულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო.

myquiz