დოდო გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე შვილის დაკრძალვაზე გადაიყვანეს | Allnews.Ge

დოდო გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე შვილის დაკრძალვაზე გადაიყვანეს

ღუდუშაურის კლინიკიდან დოდო გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვაზე საბურთალოს ძმათა სასაფალოზე გადაიყვანეს. როგორც ჟურნალისტებს დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა დავით მუხიგულმა განუცხადა, დოდო გუგეშაშვილის ვაჟს ნოდარ გუშეშაშვილს 15:00 საათზე დაკრძალავენ. მუხიგულის განმარტებით, დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

"დოდოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ, როდესაც პანაშვიდზე იყო, ნერვიულობაზე წნევამ აუწია, მაგრამ ექიმები მზადყოფნაში არიან, რომ არ იყოს ნერვული სტრესი. 15:00 საათზე იქნება დაკრძალვა. სამ საათამდე იქ გვეყოლება და მერე ისევ დავაბრუნებთ კლინიკაში. მას ამ დრომდე არ უსაუბრია მომხდარის მოტივებზე, უბრალოდ ის თქვა, რომ არავითარი პოლიტიკური ფაქტორი არ არის", - განაცხადა დავით მუხიგულმა.

myquiz