დოდო გუგეშაშვილს რეანიმობილით დღეს უკვე შვილის დაკრძალვაზე მიიყვანენ | Allnews.Ge

დოდო გუგეშაშვილს რეანიმობილით დღეს უკვე შვილის დაკრძალვაზე მიიყვანენ

7 თებერვალს სროლის შედეგად გარდაცვლილ ნოდარ გუგეშაშვილს დღეს დაკრძალავენ. შვილის გარდაცვალების ამბავი ყოფილ "მხედრიონელს", დოდო გუგეშაშვილს გუშინ შეატყობინეს.

ის შვილის პანაშვიდზე რეანიმობილით ღუდუშაურის კლინიკიდან მიიყვანეს, რის შემდეგაც ისევ კლინიკაში დააბრუნეს. დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. დღეს მას შვილის დაკრძალვაზე ისევ კლინიკიდან მიიყვანენ.

დოდო გუგეშაშვილს და მის 33 წლის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან საუკუთარ სახლში ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, მკვლელი, სავარაუდოდ, დაქირავებუული ქილერია. დანაშაულის მოტივი უცნობია. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

myquiz