დოდო გუგეშაშვილი თავდასხმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

დოდო გუგეშაშვილი თავდასხმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

"ნურავინ მისცემს ამას პოლიტიკურ სპეკულაციას და სარჩულს", - ასე გამოეხმაურა ყოფილი "მხედრიონელი" დოდო გუგეშაშვილი მასზე და მის შვილზე განხორციელებულ თავდასხმას.

"ეს არ არის არც პოლიტიკური, არც ბიზნესი, არც წინა საუკუნის დაპირისპირება, არც აფხაზეთი.... დარწმუნებული ვარ, არც ერთი მათგანი არ არის. უბრალოდ ვერ ვხვდები, რა არის. ამიტომ ნურავინ მისცემს ამას პოლიტიკურ სპეკულაციას და სარჩულს. არანაირი პოლიტიკური, არც ძველი დროის, არც შემდგომი და არც ახლანდელი აქ არ არის", - აღნიშნა დოდო გუგეშაშვილმა. მისი კომენტარი ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ "ფეისბუქზე" გაავრცელა.

როგორც ცნობილია, დოდო გუგეშაშვილმა შვილის გარდაცვალების ამბავი გუშინ შეიტყო. ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ დოდო გუგეშაშვილს შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის გარდაცვალების შესახებ მეგობრებმა და სასულიერო პირებმა უთხრეს. ამის შემდეგ ყოფილი "მხედრიონელი" რეანიმობილით იმ სახლში გადაიყვანეს, სადაც მისი ვაჟის ცხედარი ასვენია. მოგვიანებით გუგეშაშვილი კვლავ კლინიკაში დააბრუნეს.

myquiz