თბილისის მე-17 სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლე სიმაღლიდან გადმოვარდა | Allnews.Ge

თბილისის მე-17 სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლე სიმაღლიდან გადმოვარდა

თბილისის მე-17 სკოლაში, დაწყებითი კლასის მოსწავლე სიმაღლიდან გადმოვარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული ბიჭი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"გადავიყვანეთ ბავშვი იაშვილის კლინიკაში. გამოძახება დაფიქსირდა მე-17 სკოლაში. იყო სიმაღლიდან ვარდნა. მოზარდი არის დაწყებითი კლასის მოსწავლე. დაზიანებებზე დეტალურ ინფორმაციას ვერ გეტყვით", - აცხადებენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში.

myquiz