დოდო გუგეშაშვილს მისი შვილის გარდაცვალების შესახებ დღეს შეატყობინებენ | Allnews.Ge

დოდო გუგეშაშვილს მისი შვილის გარდაცვალების შესახებ დღეს შეატყობინებენ

დაახლოებით 15-დან 17:00 საათამდე, დოდო გუგეშაშვილს რეანიმობილით ძმის სახლში გადაიყვანენ, სადაც მისი შვილია გადასვენებული. ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა ირაკლი შიხიაშვილმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დოდო გუგეშაშვილის მეგობრებს კონსილიუმი ჰქონდათ საავადმყოფოს ექიმებთან და ხელმძღვანელობასთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ დოდო გუგეშაშვილს მისი შვილის გარდაცვალების შესახებ დღეს შეატყობინებენ და რეანიმობილით, სამედიცინო პერსონალთან ერთად შვილის პანაშვიდზე მიიყვანენ.

მისივე თქმით, "რეანიმობილით დოდო გუგეშაშვილს თან გაჰყვება ექიმი და ექთანი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მაქსიმალური უსაფრთხოება". შიხიაშვილის თქმით, ასევე უზრუნველყოფილია დოდო გუგეშაშვილის უსაფრთხოება, რისთვისაც სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.

myquiz