ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების შედეგად, თბილისში 100 ახალ ავტობუსს შემოიყვანენ | Allnews.Ge

ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების შედეგად, თბილისში 100 ახალ ავტობუსს შემოიყვანენ

თბილისის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, დედაქალაქში 100 ახალი ავტობუსის შემოყვანა მოხდება. ამის შესახებ დღეს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საკრებულოში უახლოეს დღეებში შემოვა საბიუჯეტო ცვლილების შესახებ საკითხი.

მისივე თქმით, ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 50 მილიონი ლარიდან ასი ახალი ავტობუსის შეძენა მოხდება, ასევე გარკვეული თანხა გამწვანების ღონისძიებებზე მიემართება.

მაია ბითაძის განცხადებით, ეს თანხა, ძირითადად, სხვადასხვა ეკონომიებიდან შემოსულ დანაზოგს წარმოადგენს.

ბითაძის ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო დაფინანსების მოსაძიებლად, რათა დედაქალაქში ავტოპარკი კიდევ განახლდეს.

myquiz