ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა | Allnews.Ge

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობაა, - ამის შესახებ ქალაქის ჰიდროგრაფიულ სამსახურში განაცხადეს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, გუშინ აღმოსავლეთის ქარის სიჩქარე 12-17 მ/წმ-ს აღწევდა, დროგამოშვებით 21-23 მ/წმ დაქროლვით.

მათივე თქმით, ზღვის ღელვა კი 2-დან 3 ბალამდე დაფიქსირდა, თუმცა დღეს ღამის საათებში 4 ბალამდე მოიმატებს და 14 თებერვლამდე შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +10 გრადუსს მიაღწევს.

myquiz